ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
„გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა.