ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსულმა კომპანია გაზპრომმა ავსტრიულ კომპანია OMV-ს Nord Stream-1-ის რემონტის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდება 70%-ით შეუმცირა.
EnergyNews.ge
ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსულმა კომპანია გაზპრომმა ავსტრიულ კომპანია OMV-ს Nord Stream-1-ის რემონტის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდება 70%-ით შეუმცირა.
OMV-მ წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ რუსული გაზი 70%-ით შემცირებულად მიიღო.
„გაზის საცავის ავზების შევსების შესაძლებლობა, მიწოდების შემცირების მიუხედავად, ასევე, დამოკიდებულია შესაბამის დღიურ მოხმარებაზე და დამატებით შესყიდვებზე“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაზპრომმა გაზის მიწოდება იტალიასაც შეუმცირა.
ივლისის დასაწყისში, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროპის ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ ზამთრისთვის მოემზადონ.