ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ ხუდოჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ხუდონის მშენებლობით ენგურჰესს ზამთრის პიკურ პერიოდში 160 მლნ კვტ/სთ ენერგიის გენერაცია დაემატება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგიაა ენურჰესისთვის.
“ენერგეტიკული თვალსაზრისით ხუდონჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. რაც შეეხება გარემოს დაცვით საკითხებს, აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე შესწავლილია, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ და ისინი პროექტს დადებითად აფასებენ.
ხუდონჰესის პროექტის განხორციელებით, ზამთრის პერიოდში, ენგურჰესი შეძლებს დამატებით 160 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერირებას. მზგავსი მოცულობის ელექტროენერგიის მისაღებად საჭიროა 40 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობაშიც უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 60 მლნ ევრო.
ხუდონის წყალსაცავში წყლის დარეზერვებით, ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ის ზამთრის პერიოდში. (როდესაც გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი).
თბილისი არის ყველაზე დიდი ელექტროენერგიის მომხმარებელი საქართველოში. ზამთრის პერიოდში, დღიური მოხმარება არის 6-6.5 მლნ კვტ.სთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მივიღოდ დამატებითი (უფასო) ელექტროენერგია, რომელიც ზურუნველყოფს დედაქალაქის მოხმარებას ერთი თვის განმავლობაში”, – განაცხადა ლევან მებონიამ.