ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიური მიღწევები საქართველოში

ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიური მიღწევები საქართველოში

კონფერენცია “ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიურ მიღწევები საქართველოში“ გაიხსნა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კონფერენცია “ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიური მიღწევები საქართველოში“ გახსნა. კონფერენციაზე უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული კომპანიის – Andritz Hydro -ს ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართება.

Andritz Hydro – არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის ჰიდრო სექტორში მოღვაწეობს. კომპანიას 170 წლის ისტორია აქვს. Andritz – ის სათაო ოფისი ავსტრიაში მდებარეობს და მისი აქციები ganTavsebulia რამდენიმე უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე.

კომპანია ძირითად პროდუქციას აწარმოებს როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილო და სამხრეთ ამერიკასა და აზიაში.

კონფერენციაზე განიხილავენ, ჰიდროენერგეტიკის სფეროს ტექნოლოგიურ მიღწევებს, ქართული ჰიდროპროექტების ფინანსირების შესაძლებლობებს და ჰიდროენერგეტიკის სფეროს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს.

Leave a Reply