გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პროექტები არ განხორციელდება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პროექტები არ განხორციელდება

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით გარემოზე ზემოქმედების შეფასებების გარეშე არცერთი პროექტი არ ხორციელდება. 

“საქართველოში არცერთი ენერგოპროექტი არ განხორციელებულა, რომელზეც არ ყოფილიყო შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადებული, რომლის წარდგენა უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროში. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები რეგულაციებში, პირველად ინვესტორმა უნდა წარადგინოს გზშ-ს დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელიც იქნება საჯარო და რომლის განხილვაც უნდა მოხდეს. ყველა ექსპერტს აქვს შესაძლებლობა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ყველას აზრის გათვალისწინება მოხდება. საქართველოში არცერთი პროექტი არ განხორციელდება, რომელშიც გარემოზე ზემოქმედება არ იქნება შესწავლილი”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

 

Leave a Reply