ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება ქარის ელექტრო სადგურის მშენებლობას იწყებს. ქარის პირველი ელექტრო სადგური „ქართლი“ გორში აშენდება და პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ.აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მლნ.კვტ.სთ
პროექტი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება, EBRD ქარის ელექტრო სადგური-ის მშენებლობის დასაფინანსებლად 25 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს, ხოლო საინვესტიციო ღირებულების 10%-ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი “ დააფინანსებს.
EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2015 წელს თბილისში გაიმართა, საქართველოს მთავრობამ და ბანკმა ხელი მოაწერეს მანდატის წერილს საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს თანამშრომლობაზე. მანდატის წერილი ნიშნავს პირველად შეთანხმებას, რომელსაც მოჰყვება პროექტის შეფასება ყველა ჩართული მხარის მიერ. EBRD-ის დირექტორთა საბჭო პროექტს მხარს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაუჭერს. ქარის ელექტროსადგური, გამზომი ანძა 4 „გორის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“აქტიურად თანამშრომლობს EBRD-დთან არსებულ პროექტთან დაკავშირებით“ აცხადებს ვიცეპრემიერი/ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
ქარის პირველი ელექტროსადგური 2 ტურბინით აღიჭურვება და ოპერირებას 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ გორის მიმდებარედ უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გამზომველი აპარატურა. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები პერსპექტიული ქარის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის, რომლებიც შესაძლებელია განლაგდეს: იაღლუჯას ქედზე (45მგვტ,110 მლნ.კვტ.სთ), მთა საბუეთზე (100 მგვტ, 370მლნ. კვტ.სთ) სამგორის ზეგანზე (45 მგვტ, 130 მლნ.კვტ.სთ),
გორი სკრას მონაკვეთზე (90 მგვტ, 250 მლნ.კვტ.სთ), ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე (90მგვტ, 225 მლნ.კვტ.სთ), მდინარე ფარავნისა და ჭოროხის ხეობებში
შესაბამისად 120 და 30 მგვტ დადგმული სიმძლავრითა და 336 და 90 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებით და სხვა.