2015 წლის მაისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2015 წლის მაისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2015 წლის მაისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 25 759 312.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 2 043 955.28 ლარი შეადგინა.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. ამავე პერიოდში, ესკო-ს მიერ განხორციელდა იმპორტი რუსეთიდან ავარიული ხელშეკრულებით. აგრეთვე, მაისის თვეში, გარკვეული წილი საბალანსო ელექტროენერგიისა მოწოდებული იქნა თბოსადგურების მიერ. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 3.6% იყო, ჰიდროელექტროსადგურების – 95.7%, ხოლო თბოსადგურების – 0.8%.

2015 წლის მაისის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 95.85% და 4.14% შეადგენს. ამავე თვეში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც 0.01% შეადგინა.

მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 7.9348208 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი 1.17 თეთრი/კვტ.სთ.

მაისის თვეში გარანტირებული სიმძლავრის სამივე წყაროს მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 3 939 325.00 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატ საათზე გადახდილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 0.47059865 თეთრი შეადგინა.

energyplathform

Leave a Reply