ცაგერი და წყალტუბო 750 მილიონი დოლარის მოლოდინშია
რამდენიმე დღის წინ, დასრულდა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, წინადადებების მიღება “ნამახვან ჰესების” კასკადის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. წინადადებების განხილვის შემდგომ ეტაპზე, სამი კომპანია გადავიდა. ესენია, Clean Energy Group Georgia LLC, Powerchina Resources LTD და General Development LLC.
“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, ნამახვან ჰესების კასკადზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა და შერჩევა უკვე 3 კომპანიას შორის მიმდინარეობს.
კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიებთან ტექნიკური და ფინანსური დეტალების განხილვა, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ამ ინვესტიციის განხორციელებას, შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს იმას, თუ რომელი კომპანია შესთავაზებს შესყიდვის ყველაზე დაბალ ფასს – 8 ან 12 წლის განმავლობაში.
მისივე თქმით, აღნიშნული დეტალების განხილვასა და ხელშეკრულების გაფორმებას საერთო ჯამში, 6 თვე დასჭირდება. გეგმის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ერთი კასკადი 3 წლის განმავლობაში, ხოლო 5 წელიწადში 2 კასკადიანი ჰესი უნდა ააშენოს.
აღნიშნული პროექტი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც ორ სადგურს მოიცავს, ჯამში 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 750 000 000 აშშ დოლარია კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე. პროექტის განხორციელების მოდელია (“BOO”) “მშენებლობა-ფლობა- ოპერირება”.
პროექტის განხორციელება, მდ. Fjallraven Kanken No.2 რიონზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე) ლაჯანურისა და გუმათის არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის იგეგმება. nike air max pas cher
ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჰესების კასკადის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მშენებლობის ფაზაზე მოსალოდნელი მონეტარული შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია: ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა (მუდმივი და დროებითი გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, დამხმარე საწარმოები და სხვა); სამშენებლო მასალებით მომარაგებასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შემოსავლები; სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე გადახდილ გადასახადებთან დაკავშირებული შემოსავლები;
თუ გავითვალისწინებთ, რომ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ზოგადი საინვესტიციო ხარჯების საერთო რაოდენობა დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის საგადასახადო შემოსავლების აკუმულირება.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ჰესების კასკადის ოპერირების ფაზაზე ბიუჯეტში მობილიზებული იქნება შემდეგი გადასახადები: მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, პერსონალისთვის გადახდილი ხელფასებიდან დარიცხული საშემოსავლო გადასახადები, საოპერაციო და ექსპლუატაციის ხარჯების დღგ და სხვა.
ექსპლუატაციის ფაზაზე, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად მიიღებენ ღირებულების 1%-ს დაახლოებით, 7.5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დაახლოებით 5.29 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტი დაახლოებით 2.06 მლნ აშშ დოლარს. Adidas Baratas გარდა აღნიშნულისა ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხება ჰესების კომუნიკაციების მიერ დაკავებული მიწის (ნამახვანი ჰესისთვის 456.7 ჰა, ტვიში ჰესისთვის 96.3 ჰა) გადასახადი. Kånken Laptop 15 გადახდა მოხდება ექსპლუატაციის ფაზაზე მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალი ალბათობა. როგორც მსგავსი პროექტების განხორციელების პრაქტიკა გვიჩვენებს, მშენებლობისას დასაქმებულთა მხოლოდ 10-15%-ს შეადგენს დედაქალაქიდან და სხვა რეგიონებიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. Fjallraven Kanken 7L დანარჩენი მომსახურე პერსონალი, კონკურსების გზით, ადგილობრივი მოსახლეობიდან შეირჩევა, რომელთაც ბუნებრივია, შესაბამისი ტრეინინგები ჩაუტარდებათ. goedkoop nike air max nederland ადგილობრივების მაღალი წილი იქნება ასევე, ჰესების კასკადის ოპერირების დროს დასაქმებულთა შორისაც. სს “ნამახვანი” გეგმავს ადგილობრივი ახალგაზრდა კადრების შერჩევას და მათ მომზადებას საქართველოს შესაბამის სასწავლებლებში, რომლებიც შემდგომ დასაქმებული იქნებიან ჰესების ექსპლუატაციის ფაზაზე. ასეთი მიდგომა მომგებიანი იქნება ინვესტორი კომპანიისათვის, რადგან ადგილობრივი მუშახელის დასაქმება ყოველთვის მისაღებია ეკონომიკური და კადრების ადგილზე დამაგრების თვალსაზრისით.
ჰესების კასკადის პროექტის განხორციელება, უცილებლად გამოიწვევს რეგიონში ისეთი ბიზნეს საქმიანობების გააქტიურებას, როგორიცაა, სამშენებლო მასალების წარმოება, სატრანსპორტო მომსახურეობა, კვების პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია, მომსახურების სფერო და სხვა, რაც თავის მხრივ შექმნის დამატებით შემოსავლის წყაროებს და სამუშაო ადგილებს.აღსანიშნავია, ჰესების კასკადის მშენებლობის მნიშვნელობა ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში. საქართველოში სწრაფად იზრდება ელექტროენერგიაზე შიდა მოხმარება. ამასთან, მსოფლიოში ენერგოდეფიციტის მაღალი ტემპით ზრდის გამო, წამყვანი ქვეყნები (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკა) ენერგიის შიდა დეფიციტის შევსებას მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტის საშუალებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგიის გამომუშავების საკმაოდ მაღალი პოტენციალი და სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია წარმოადგენს. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემაში დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდება და პირველ რიგში შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოლო წყალუხვობის პერიოდში ენერგიის ექსპორტის გაზრდა მეზობელ ქვეყნებში.
რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, გარემოზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედებების მინიმიზაციის ხარჯზე, მოხდება რეგიონის ინფრასტრუქტურის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის აშენების შედეგად, მკვეთრად შეიცვლება ზემოთ ხსენებული რეგიონის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პერსპექტივას.