“კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი ” -ის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი დაესწრო.
ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიაში კომპანია “შულც გლობალ ინსვესტმეტთან” ერთად მონაწილეობდა “გლობალური ენერგო ეფექტურობისადა განახლებადი ენერგიის ფონდი”(GEEREF), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) აფილირებული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე ინვესტირებაზე განახლებადი ენერგიის დარგში და “ავსტრიის განვითარების ბანკი”(OeEB).
“გლობალური ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ფონდი” და “ავსტრიის განვითარების ბანკი” ფონდის წამყვანი ინსტიტუციონალურო ინვესტორები არიან, რომლებიც 13 მილიონი დოლარისა და 7 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას განახორციელებენ. ფონდი საინვესტიციო საქმიანობის დაწყებას საქართველოში მომდევნო თვეებიდან გეგმავს.
“კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი ” -ის მიზანია განახორციელოს ინვესტიციები მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. აღნიშნული მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურების განვითარების პროცესის შეყოვნებას იწვევს ის ფაქტი, რომ პროექტების მფლობელებს და განვითარების მსურველებს აქვთ შეზღუდული წვდომა კაპიტალზე, რაც ხელს უშლის ამ ზომის, მიმზიდველი პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. “კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდი ” -ის მეშვეობით კომპანია გეგმავს გადაჭრას არსებული პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ჰიდრო ენერგეტიკული სადგურების პოტენციალის გამოვლენას საქართველოში.
“შულც გლობალ ინვესტმენტი” ორიენტირებულია დაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე. ამ სიდიდის პროექტები თავისთავად გულისხმობს ნაკლებ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს. ამავდროულად, “შულც გლობალი” გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვით და სოციალურ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი პროექტების განხორციელებისა და დაგეგმვის ეტაპებზე.
“შულც გლობალი” წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.