ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ პოლიტიკაზე გადადის. nike air max 90 femme pas cher სამინისტროს რამდენიმე თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი შეჩერებული ჰქონდა. დღეს კი ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო რამდენიმე თვის განმავლობაში კონკრეტული კომპანიისგან ელექტროენერგიას გარანტირებულად შეისყიდის,-თემაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საუბრობს.
– პროცესის შეჩერება ინვესტორებისთვის გაურკვევლობის მომტანი იყო, რა შეიცვლება დღეს ამ მიმართულებით? – ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული. მაქსიმალურად გვქონდა კომუნიკაცია ინვესტორებთან იმ კუთხით, რომ მათ ამ დროებითი შეჩერების შესახებ სცოდნოდათ. ამის შედეგად ჩვენ არცერთი ინვესტორი დაგვიკარგავს. ყველა რჩება და ჩვენთან კონტაქტზეა. ისინი რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები არიან. რაც შეეხება თვითონ მორატორიუმის გამოცხადებას, ეს ზუსტად იმ მასშტაბებიდან იყო გამოწვეული, რომელმაც დღესდღეობით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების რაოდენობას უკავშირდება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში შენდება საერთოდ არ აშენებულა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სამი წლის განმავლობაში, 150 მეგავატის სადგურები აშენდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში 846 მეგავატის სადგურების მშენებლობა დაიწყო. ეს საერთო ჯამში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა.
– 2000 მეგავატის განვითარება და ამ პარიტეტის მიღწევა მცირე და საშუალო ჰესების ხარჯზე ხანმოკლე თუ ხანგრძლივ პერსპექტივაში რამდენად რეალისტურია?
– ჩვენი ამოცანაა დაახლოებით 4 000 მეგავატის სადგურების განვითარება. Fjällräven Kånken Ryggsäck Sverige აქედან ნახევარი მცირე და საშუალოა, ხოლო ნახევარი დიდი ელექტროსადგურებია. kopen nike air max 2017 სიმძლავრეების ეს რაოდენობა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმიტომ, რომ ჩვენი დეფიციტები ზამთრის და შემოდგომის პერიოდში დავფაროთ. შესაბამისად თუ ეს ფულად გამოხატულებაში დაახლოებით 6-დან 8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციაა საერთო ჯამში, ყველა ეს პროექტი ხელმოწერილია, მაგრამ სხვადასხვა განვითარების ფაზაში არიან.
– ხომ არ იყო ნაკლოვანებები, რომლის აღმოფხვრაც მართებს ენერგეტიკის სამინისტროს?
– ჩვენ არავისთვის არანაირი პირობა არ დაგვირღვევია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა იმ ინვესტორს, რომელსაც მემორანდუმები ჰქონდა ხელმოწერილი, მათთან არაფერი არ შეჩერებულა. ეს ჩვეულებრივად გრძელდება. საუბარი იყო ახალ მემორანდუმებზე. ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ უფრო კარგად, მოზომილად და ეფექტურად განვავითაროთ დარგი. ჩვენ არავისთვის არაფერი არ დაგვირღვევია.
– საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესების პროცესი რა ტემპებით მიმდინარეობს და ახლო მომავალში ენერგეტიკულ პროექტებში რომელიმე მათგანის თანამონაწილეობას ხომ არ უნდა ველოდოთ?
– ზუსტად ეს პერიოდი იმისთვის დაგვჭირდა, რომ ახალ სტრატეგიასა და ხედვაზე შევჯერებულიყავით. შესაბამისად ფინანსური ინსტიტუტები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ამ დარგის იმგვარად განვითარება არ მოხდება, რომ რაიმე ტიპის ფისკალური ან საფინანსო რისკები შეუქმნას ქვეყანას. მათთვის ჩვენი სტრატეგია აბსოლუტურად გასაგებია. ძირითადი პოსტულატი არის ის, რომ 12 თვიანი გარანტირებული შესყიდვები აღარ გაიცემა. იქნება მხოლოდ და მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.
“ხუდონჰესს“ რაც შეეხება, იქ სამუშაოები არავის გაუჩერებია და ჩვენ ინვესტორისთვის არ გვითქვამს რომ გაჩერდეს, მაგრამ თუკი სახელმწიფო მათთან ერთად გამომდინარე ამ პროექტის მასშტაბებიდან, რაიმე პირობას შეცვლის ეს მოხდება ისევე, როგორც ეს “ხუდონ ესთან“ მიმართებაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, როდესაც რამდენჯერმე შეიცვალა პირობა, მაგრამ ასეთი რამ ყოველთვის ინვესტორთან მჭიდრო კავშირში ხდება. Nike Air Max UK თუკი ჩვენ საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, გარკვეული სხვა ფორმით გადავწყვეტთ ამ ჰესის განვითარებას, ეს რა თქმა უნდა, ინვესტორთან შეთანხმებით მოხდება.
-პროექტი დათქმულ დროს თუ ჩაბარდება?
-აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. adidas yeezy heren “ხუდონ ჰესის“ პროექტი არ დაწყებულა. მშენებლობა არ დაწყებულა.