რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა

თბილისში კავკასიის რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა – განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი“ გაიმართა.

ღონისძიება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვიმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ მონიკა ლენჰარდმა გახსნეს.

კონფერენციაზე კავკასიის ქვეყნებში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო კლიმატის პოლიტიკას და ენერგოსცენარების გავლენას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცინიერო წრეების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ.

Leave a Reply