2016 წლის მაისის თვეში თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბაზრო ფასი, აშშ დოლარში გამოსახული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა, ლირაში კი ფასი 10.5%-ით გაიზარდა.
საქართველოში ფასები საბალანსო ელექტროენერგიის წ/წ 37.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ეს ფასი რეალობას კარგად არ ასახავს, რადგან 2016 წლის მაისში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის მხოლოდ 1.7% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე მოხდა.