ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 7 ივლისს სრულდება

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 7 ივლისს სრულდება

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება დასავლეთ საქართველოში მდ. cheap bns gold რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ლაჯანურისა და გუმათის ჰესებს შორის. cheap bns items პროექტის მფლობელია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს შვილობილი კომპანია სს „ნამახვანი.“

ნამახვან ჰესების პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ, ხოლო წლიური საშუალო გამომუშავება -1514 გვტ.სთ. პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე. buy bns gold კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.

პროექტის პირველადი მონახაზები შესრულდა 1930 წელს, თუმცა 1980 წლამდე საპროექტო დიზაინი არ მომზადებულა. 1980 წლის პროექტი გულისხმობდა სამსაფეხურიანი კასკადის (ტვიში, ნამახვანი, ჟონეთი) მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. პროექტი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხელახლა გადაამუშავეს E.C Hydroprojekt LTD-მ და Stuky LTD-მ. buy ffxiv gold საბოლოოდ პროექტის განახლებული ვერსია, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ორ საფეხურიან კასკადს წარმოადგინა იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ Studio Ing G. Pietrangeli s.r.l.-მ. ნამახვან ჰესების ორსაფეხურიანი კასკადი მოწონებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ.

დღეისათვის სს „ნამახვანმა“ დაასრულა განახლებული ძირითადი დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, აიღო დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და მშენებლობის პირობიანი ნებართვა. bns gold სამშენებლო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სს „ნამახვანის“ საკუთრებაშია, როლო დატბორვის ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მესაკუთრეებთან დადებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. სს „ნამახვანმა“ ასევე დაასრულა სოფ. ჟონეთის ხიდის მშენებლობა, რომელიც გათვლილია ელექტრომექანიკური მოწყობილობების და სამშენებლო მასალის გადასატანად და წარმოადგენს ჰესების კასკადის პროექტის ინფრასტრუქტურის ნაწილს.

2015 წლის 24 დეკემბერს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების პროექტში ინვესტირების მიზნით. 2016 წლის 2 თებერვლამდე დაინტერესებულმა ინვესტორებმა გამოხატეს მონაწილეობის სურვილი, ხოლო 2016 წლის 7 ივლისს უნდა წარმოადგინონ საბოლოო წინადადებები.

Leave a Reply