“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

ვლადიმერ პუტინი “როსნეფტის” 19.5%-იანი წილის გაყიდვასა და ამ გზით მინიმუმ 700 მილიარდი რუბლის ($11 მილიარდი) მიზიდვას აპირებს.

როსნეფტის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ინდოეთთან და ჩინეთთან მიმდინარეობს. როსნეფტი Exxon Mobil-ზე მეტ ნავთობს მოიპოვებს. მისი წილის აზიურ ქვეყნებზე გაყიდვის შედეგად პუტინი ბიუჯეტში არსებული ნაპრალების შევსებას, პარალელურად კი გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარებას შეეცდება. უკრაინასა და სირიაში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთის ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჩინეთმა და ინდოეთმა როსნეფტის შეძენასთან დაკავშირებით სურვილი უკვე გამოთქვეს.

საუბარია იმაზე, რომ კომპანიის 19.5%-იან წილს ორივე მხარე შეიძენს. „ჩვენ მტრები არ ვართ,“ – განაცხადა პარასკევს სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ინდოეთის ნავთობის მინისტრმა, დარმენდა პრადჰანმა. „ინდური Oil & Natural Gas Corp. და ჩინური National Petroleum Corp. საერთო პროექტებს უკვე ახორციელებენ,“ – დაამატა მან. პარასკევს როსნეფტის აქციები ლონდონის ბირჟაზე 5.3%-ით გაიზარდა და მისმა საბაზრო ღირებულებამ $52.8 მილიარდი შეადგინა.

როსნეფტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბელუზოვმა გასულ თვეში აქციების ორი სტრატეგიული პარტნიორისათვის მიყიდვასთან დაკავშირებით პირველად ისაუბრა. რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა აღნიშნა, რომ ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან დაინტერესებას მიესალმება, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გარიგებას ხელი შეუშალოს, ეკონომიკური სანქციებია. თუმცა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის განცხადებით, ორ მხარეს შორის გარიგება მიმდინარე წელს უნდა გაფორმდეს. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის სურვილია, როსნეფტის წილი რაც შეიძლება მალე გაიყიდოს. „ჩვენ ფული გვჭირდება,“ – განაცხადა პუტინმა.

კომერსანტი

Leave a Reply