ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები, რომელთა მშენებლობა საქართველოში იგეგმება

ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები, რომელთა მშენებლობა საქართველოში იგეგმება

საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ღია წერილში „ქართული ოცნების“ 4-წლიანი მმართველობის პერიოდი შეაფასა. ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ ეკონომიკური მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც განიხილა.

წერილში ნათქვამია, რომ ამ დროის განმავლობაში გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი და შესაბამისი ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით 104 პროექტის ჯამური ღირებულება 5 903 205 038 დოლარია.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 104 პროექტიდან 11 მათგანი ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა, 25 კვლევის ეტაპზე შემდგომი მშენებლობის ვალდებულებით, 66 კი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე.  მათგან ყველაზე მსხვილი პროექტები ცხრილშია გამოყოფილი:

ირკვევა, რომ  ენერგეტიკული პროექტების უმრავლესობა ჰიდროელექსტროსადგურების სეგმენტზე მოდის, მათგან ყველაზე მეტის მშენებლობა კი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთში იგეგმება. არის რამდენიმე ქარისა და თბოელექტროსადგურების პროექტი.

წყარო: კომერსანტი

 

Leave a Reply