სს „თელასის“ განცხადება.

სს „თელასის“ განცხადება.

სს „თელასის“ აქციონერთა საერთო კრებაზე 2015 წლის 22 მაისს მიღებულია გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ. აქციონერთა კრების გადაწყვეტილების თანახმად დივიდენდების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 2 ივნისი, ხოლი დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღად – 2015 წლის 18 ივნისი.

დივიდენდების მიღების უფლებას აქციონერები ამოწმებენ სს „თელასის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” (თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ. 222-53-51; 225-15-60)

დივიდენდების გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. თანხა ჩაირიცხება აქციონერების მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.

დივიდენდების მისაღებად აქციონერებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
– პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
– აქციების ფლობის დადასტურება (ამონაწერი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის” რეესტრიდან);
– საბანკო რეკვიზიტები (ბანკის სახელწოდება, ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი, ვალუტა და მიმღები).

ყველა საკითხზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ კორპორაციული ურთიერთობების სამსახურს სს „თელასის“ სათაო ოფისში (თბილისი, ვანის ქ. №3. ტელ: +995 32 277-99-99 (შიდა:7768 ან 7579)).

პირველად სს „თელასის” არსებობის მანძილზე მიღებულია გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ. სს „თელასი” 2014 წლის მოგებიდან 8,8 მლნ ლარის დივიდენდებს გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სს „თელასის“ აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე.

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის” აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა 2014 წლის შედეგების მიხედვით გადახდილ იქნეს დივიდენდები ჩვეულებრივ აქციებზე 8 802 000 ლარის ოდენობით ფულადი სახით, მათი გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში.

Leave a Reply