საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შეზღუდვას დათანხმდა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, OPEC-ის წევრი ქვეყნები დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ წარმოება დღე-ღამეში 32,5 მილიონი ბარელი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით საუდის არაბეთის მიერ ნავთობის წარმოება რეკორდულ ნიშნულზეა.
წარმოების შემცირებას დათანხმდა ვენესუელა, ნიგერია, კატარი და ალჟირი.
ჯერ-ჯერობით უცხნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირანი.
OPEC-ის სამიტი დღეს ვენაში გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის წევრი 13 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, მას შემდეგ რაც ირანს სანქციები მოეხსნა.