2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს

2030 წლისთვის, განახლებადი ენერგია ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს დაიკავებს. მსოფლიოს განახლებადი ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგეტიკული ბაზრის 40%-ს შეადგენს, რაც დღეს არსებული მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მონაცემი იქნება. დღეს ენერგიის განახლებად წყაროებს ბაზრის 22% უჭირავს.

ბლუმბერგი წერს, რომ მსოფლიოში მზის ენერგიის გამომუშავების ზრდის პარალელურად, მისი ფასი იკლებს. დუბაიში იანვარში 200 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კილოვატ-საათის ღირებულება რეკორდულად დაბალი 5,58 ცენტი იყო. გასულ თვეს კი არაბეთმა ახალი ტენდერი მიიღო 800 მეგავატიან სადგურზე, ფასით 2,99 ცენტი კილოვატ საათზე.

წყარო: BUSINESSCONTACT.GE

Leave a Reply