სემეკმა მოქალაქეებს 83 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 83 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 83 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა უმრავლესობა მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
”დავები მოიცავდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვატილებების შესაბამისად, მთლიანობაში ჩამოწერილმა თანხამ 83 358 ლარი შეადგინა.

იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, – აცხადებენ სემეკში.

Leave a Reply