აზერბაიჯანი და თურქმენეთი თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესაძლებლობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევა ANS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არის ორი პრაგმატული ვარიანტი. პირველი ითვალისწინებს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას, მეორე – კასპიის ზღვაში პლატფორმების დაკავშირებას წყალქვეშა მილსადენებით“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ განიხილება აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ამავე დროს ის ღიაა სხვა მომწოდებლებისთვის, მათ შორის თურქმენეთისთვისაც.
“თურქმენეთი გამოთქვამს შესაძლებლობას ევროპას წლიურად 30 მლრდ კუბ. მეტრის გაზი მიაწოდოს, თუმცა იმ პირობით, რომ გაზს გაყიდის საკუთარ საზღვარზე, ამ შემთხვევაში კასპიის ზღვის სანაპიროსთან, რაც იწვევს კითხვებს. საზღვაო საბადოებიდან თურქმენეთს დღეს აქვს შესაძლებლობა 5 მლნ კუბ. მეტრი გაზის მიწოდების, რომელიც მომავალში გაიზრდება 10 მლრდ კუბ. მეტრამდე. ეს ვარიანტი „სამხრეთის გაზის დერეფანს დიდ პერსპექტივას უქმნის“, – განაცხადა მინისტრმა.
ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მზადაა დერეფანი გაუხსნას ყველას, ჩადოს დამატებითი ინვესტიციები, გააფართოვოს დერეფნის სიმძლავრე, ააშენოს დამატებითი გაზის საკომპრესორო სადგურები, თუმცა ამისათვის მას სჭრდება გრძლევადიანი კონტრაქტები პოტენციული ექსპორტიორებისა და ევროპელი შემსყიდველი ქვეყნებისგან.
შეგახსენეთ, დერეფნის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოება, ასევე TANAP-ისა და ТАР-ის გაზსადენების მშენებლობა.
ევროპის ბაზრისთვის ეს არის ენერგოუსაფრთხოებისთვის ალტერნატიული დერეფანი.