კომპანია „ლენდმარკმა“ გამოუშვა კომპიუტერული პროგრამის ახალი ვერსია EDT 5000.14 (Engineer’s Desktop), რაც დარგის ერთადერთი სრული და ინტეგრირებული პროგრამული პაკეტია, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების მოწყობისათვის.
ამ პროგრამის საშუალებით, ჭაბურღილის გასაბუღი ყელის ინტერაქტიული წარმოდგენა, ბურღვის საცავი მილების კოლონის ჩაშვებასთან დაკავშირებული მონაცემების ინტერპრეტაციას, უფრო ადვილად გასაგებსა და დასანახს ხდის.
„იმ დროს, როდესაც ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის დროს, მომპოვებელი კომპანიები ცდილობენ დაზოგონ ხარჯები და გაითვალისწინონ რისკების მართვის ფაქტორი, EDT-ს ახალი პროგრამული ვერსია, თავისი გაუმჯობესებული ფუნქციონალური შესაძლებლობების ხარჯზე, ინჟინერებს საშუალებას აძლევს, გაცილებით უკეთესად დაგეგმონ და განახორციელონ ჭაბურღილების მოწყობასთან დაკავშირებული ოპერაციები“ – განაცხადა ნაგარათ სტივანსენმა, კომპანია „ლენდმარკის“ წარმომადგენელმა.
ის ამბობს, რომ “პროგრამული პაკეტი არის მთელს მსოფლიოში, ინდუსტრიის ყველაზე კარგი გადაწყვეტა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების დაგეგმვის, ბურღვისა და დასრულების მიზნით.“
25 ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი კომპანიებიდან 24 უკვე იყენებს EDT-ს პაკეტს, რათა მოაწყონ ყველანაირი ტიპის ჭაბურღილები, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სტანდარტულს, ასევე რთულ დიზაინს.
წყარო: ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო