საქართველოს პრემიერმა TAP-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერმა TAP-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარასაფუძველი. საზეიმო ღონისძიებას, პროექტში მონაწილე სხვაქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი დაესწრო.

თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე გუშინ პირველი მილი ჩაიდო,რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი “სამხრეთ გაზისდერეფნის” პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით – სამხრეთ იტალიამდე, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

საქართველო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში,საქართველოში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც $2 მილიარდის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 2000 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება 130 სამუშაო ადგილი. პროექტის შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

Leave a Reply