საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 71% რეგულარის მარკისაა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აპრილში საწვავის იმპორტის ზრდაზე აცხადებს.

ორგანიზაციის ცნობით, აპრილში ქვეყანაში 87,1 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, 13,5 ათასით მეტი წინა თვეზე.

ბენზინის იმპორტში A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 32,2  ათასი ტონა, ანუ 70,9% -ია;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 11,7 ათასი ტონა, ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 1,5 ათასი ტონა ანუ 3,3%.

დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,2 ათასი ტონა, ანუ 86,8%, L-62 დიზელის საწვავი – 5,5 ათასი ტონა, ანუ  13,2 %.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოცულობით საწვავი რუმინეთიდან შემოვიდა.  იმპორტის 31,2%; შემდეგ მოდის რუსეთი (24,1%), ბულგარეთი (15,9%), აზერბაიჯანი  (15,4%),    საბერძნეთი ტონა (8,6%), თურქმენეთი (3,9%), უკრაინა (0,8%), დიდი ბრიტანეთი (0,1%).

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გაზრდილია საწვავის მოხმარება.

„ამაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინზე დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან,  ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან“, – აღნიშნავენ ნავთობიმპორტიორები.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply