“ევროკავშირი ყველაფერ აკეთებს, რათა უზრუნველყოს “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტის დროული განხორციელება” – ამის შესახებ აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა მალენა მარდიმ განაცხადა.
“ევროკავშირისთვის “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტის განხორციელება არის მთავარი პრიორიტეტი”, – განაცხადა მარდიმ.
მისი თქმით, სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში ტრანს ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონია 17 მაისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმათება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
პროქტი #ТАР ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში. 870 კმ სიგრძის მილსადენი დაუკავშირდება #TANAP-ის გაზსადენს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, შემდეგ გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას და გაზს მიაწვდის იტალიის სამხრეთს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველოშიც მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ქვეყანაში 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”