გერმანიამ იმდენი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, რომ მომხმარებლებს ფული იქით გადაუხადეს მის მოხმარებაში.
კვირას, 8 მაისს, გერმანიამ განახლებადი ენერგიების მაღალი გენერაცია აჩვენა. დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, მზის, ქარის, ჰიდრო და ბიომასის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 55 გვტ (87%), როდესაც მოხმარება იყო 63 გვტ. ენერგიის ფასები რამდენიმე საათის განმავლობაში რეალურად წავიდა უარყოფითისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომერციული მომხარებლებისთვის მოხდა გადახდა ელექტროენერგიის მოხმარებისთვის.
გასულ წელს, გერმანიაში განახლებადი ენერგიების წილი იყო დაახლოებით 33%.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”