OPEC-ის ფუნქცია გავლენა მოახდინოს ბაზარზე, ფაქტიურად აორთქლდა, – განცხადებას იგორ სეჩინი Reuters-თან აკეთებს. “როსნეფტის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნავთობის კარტელმა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ ფუნქციონირება “პრაქტიკულად შეწყვიტა”.
“სხვადასხვა ფაქტორები დღეს ბაზარზე კარტელს გამორიცხავს. “როსნეფტი” თავიდანვე უნდობლად უყურებდა ფაქტს, რომ ნავთობის მოპოვებაზე რაიმე შეთანხმება იქნებოდა მიღწეული”, – განაცხადა სეჩინმა.
გამოცემა წერს, რომ სეჩინის განცხადება ნავთობის ფასზე იქონიებს გავლენას. ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა საუდის არაბეთში ნავთობის მინისტრის ცვლილებამაც.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”