საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმიური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
კერძოდ, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, გაზაფხულის, დელისის, ნადარეიშვილის და ჯებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.