აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

“აზერენერჯი” (აზერბაიჯანში ელექტროენერგიის მთავარი მწარმოებელი) გეგმავს 2016 წლის მეორე ნახევარში, მეორე კომბინირებული ციკლის ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვებას. მათი თქმით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების თითქმის 90% დასრულებულია.

“გრძელდება სამუშაოები დადგენილი გეგმის მიხედვით. დროდადრო იყო გარკვეული სირთულეები. სავარაუდოდ, ამ წლის მეორე ნახევარში ობიექტი ექსპლუატაციაში გაეშვება”.

აირტურბინული თბოელექტროსადგური “შიმალის” დადგმული სიმძლავრე 409 მგვტ-ია. ამჟმად ელექტროსადგური აკმაყოფილებს ბაქოსა და აბშერონის ელექტროენერგიის მოხმარების მეოთხედს. ხოლო, მეორე ენერგობლოკის მშენებლობის შემდეგ ეს მაჩვენებელი 35-40% იქნება.

აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმძლავრე 7129 მგვტ-ს შეადგენს, რომელიც 24 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა. აღნიშნული, ქვეყანას საშუალებას აძლევს 2,1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანოს ექსპორტზე.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply