"არ არსებობს ქვეყანა განვითარდეს, როდესაც არ აქვს საკუთარი ენერგეტიკა"

“არ არსებობს ქვეყანა განვითარდეს, როდესაც არ აქვს საკუთარი ენერგეტიკა”

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებული გათვლებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება დაახლოებით 3,5-5%-ით.

“ელექტროენერგიის მოხმარების 3,5%-იანი ზრდის შემთხვევაშიც, 2030 წლისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ავაშენებთ გენერაციის ობიექტებს, დეფიციტი მიაღწევს 10 მლრდ კვტ.სთ-ს. ასევე ისიც აღსანიშნავია, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება ამ მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი, ასევე რა ფასი ექნება იმპორტს,” – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ელოშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში სხვა სექტორების განვითარებაც ვერ მოხერხდება.

“ეს იმას ნიშნავს რომ სხვა ბიზნესების განვითარებაშიც წარუმატებლები ვიქნებით, რადგანაც არ არსებობს ქვეყანა განვითარდეს, როდესაც არ აქვს საკუთარი ენერგეტიკა და მთლიანად სხვაზეა დამოკიდებული”.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქვეყანას გააჩნია განახლებადი ენერგიის წყაროები, რომლის გამოყენებაც აუცილებელია, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები, რადგანაც გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, რომლის მხლოდ 15%-ია ათვისებული.

Leave a Reply