მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 10 მაისს ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” ცნობით, გაზმომარაგება სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება შეწყვეტილი.
კერძოდ, ბუნებრივი გაზი ძალისის, ვაზიანის, მუხრანის, პატარა ქანდის, ძველი ქანდის, ციხისძირის, აღაიანის, ქსნისა და ძეგვის მცხოვრებლებს არ მიეწოდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
”კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები”, – ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ”სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114, ან ეწვიეთ ვებპორტალს – www.mygas.ge.