როკფელერების ოჯახის ფონდი (RFF) გეგმავს, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს იმ კომპანიების აქტივები, რომლებიც საწვავის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებენ. შესაბამისი განცხადება ფონდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო საზოგადოება მუშაობს იმაზე, რომ აღარ არსებობდეს საწვავის წიაღისეულის სახით მოპოვების აუცილებლობა, არც ფინანსური და არც ეთიკური თვალსაზრისით აზრი არ აქვს ამ კომპანიებში ინვესტიციების შენარჩუნებას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი ასევე ხაზს უსვამს, რომ ახლა არ არსებობს არავითარი გონივრული მიზეზი, რომ ახალი საბადოების დაზვერვა დაიწყოს. RFF–ში იმასაც ამბობენ, რომ უკვე აღმოჩენილი მარაგების დიდი ნაწილი მიწაში უნდა დარჩეს, რათა კაცობრიობას და ეკოსისტემას მომავალი ათწლეულის განმავლობაში გადარჩენის საშუალება ჰქონდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდმა უკვე გასცა განკარგულება, თავიდან მოიცილოს ქვანახშირისა და ნავთობის ყველა კომპანიის აქტივები და ამ მიმართულებით ინვესტიციების წილი საერთო საინვესტიციო პორტფელის არაუმეტეს 1%–ზე შეინარჩუნოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმად ExxonMobil–ი საზოგადოებას ატყუებს, როდესაც კლიმატის ცვლილებების პრობლემაზე საუბრობს, და ამავდროულად მილიონებს ხარჯავს, რათა გაამყაროს საკუთარი ინფრასტრუქტურა მიუხედავად კლიმატის ცვლილების შედეგებისა.
„შესაბამისი სტრუქტურები გაარკვევენ, დაარღვია თუ არა ExxonMobil–მა კანონი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუკავშირდებით კომპანიას, რომელსაც ასეთი დამცინავი დამოკიდებულება აქვს საზოგადოების ინტერესებისადმი,“ – აღნიშნულია როკფელერების ფონდის განცხადებაში.
წყარო: commersant.ge