სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

გაზი დენის სანაცვლოდ

სომხეთმა საქართველოსგან შესაძლოა ელექტოენერგია უფრო იაფად შეიძინოს, ვიდრე შიდა ბაზარზე. ამის შესახებ სომხურ მედიას ეკონომისტმა არტაკ მანუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ დღეს სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფი ერთ კილოვატ საათზე 48,78 დრამია, საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 29,7 დრამს შეადგენს და სწორედ ამ ფასად ქართულ მხარეს შეუძლია ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყოს.

ეკონომისტის თქმით, ზამთრის პერიოდში საშუალო ტარიფი საქართველოში 33,74 დრამს შეადგენს, გაზაფხულზე კი 21,69 დრამს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი 28,43 დრამია, ხოლო შემოდგომაზე 35,18.

ექსპერტის თქმით, სომხეთს, თავის მხრივ, შეუძლია საქართველოს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი გაზის ნაწილი მიაწოდოს.

„შესაძლებელია მიწოდების სხვადასხვა სქემა მოვიფიქროთ, რომლებიც სომხურ მხარეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს გაზის არასამკარისი მოცულობა აუნაზღაუროს, ქართული მხარე კი ამის პასუხად სომხეთს უფრო იაფფასიან ელექტროენერგიას მიაწვდის,“ – განაცხადა მანუკიანმა.

ექსპერტის თქმით, მსგავსი სქემების გამოყენებით სომხეთი შეძლებს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას და მომხმარებლისთვის მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას.

წყარო: კომერსანტი

Leave a Reply