საინვესტიციო სააგენტო მომდევნო 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში მსხვილ ინვესტიციებს ელოდება.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ინვესტიციები სეზონურობით ხასიათდება და ისინი ხანგრძლივ კვლევას მოითხოვს.
“რაც არ უნდა მოხდეს მომავალში ქვეყანაში, როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს და როგორც არ უნდა განვვითარდეთ, შემდეგი დეკადების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნება.
მე არ მჯერა იმის რომ ენერგეტიკის სფეროში, ჰიდროელექტროსადგურებში ჩვენ რაღაც პოზიციებს ვკარგავთ უცხოეური ინვესტიციების ნაწილში, პირიქით ძალიან ბევრი ინვესტიციები შემოდის.
აქ საუბარია იმაზე რომ პროექტების ნაწილი კვლევის ეტაპზეა და კვლევას ხშირად ერთი წელიც სჭირდება, მას შემდეგ რაც რეალური სამუშაოები დაიწყება, ეს აისახება.
ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ინვესტიციები არის სეზონური, მათი ნაწილი არის მაღალ მთაში და ზამთრის პერიოდში იქ სამუშაოების ჩატარება რთულია.
დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ამ სფეროში ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდება”, – განაცხადა პერტაიამ.
წყარო: http://businesscontact.ge/