ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაშმის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი. სოფელი ხაშმის წყალუზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნიკალური ჯიშის ყურძენი – ხაშმის საფერავი მოდის. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში დასრულდება.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.