ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

რამდენიმედღიანი დაღმავალი ტრენდის შემდეგ დოლარმა პოზიციები აღიდგინა. ლიდერი ვალუტის გამყარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის წამყვანი პირების პროგნოზი, რომ ბანკი შემდეგი თვისთვის საპროცენტო განაკვეთების აწევის გადაწყვეტილებას უკვე ნამდვილად მიიღებს.  დოლარის აღმავალი ტრენდის ფონზე, ნავთობი გაძვირების ტენდენციას დინამიკაში აჩერებს და ისევ იაფდება. კერძოდ მისი ღირებულება გუშნდელი 45 დოლარიდან დღეს 43 დოლარამდე ჩამოვიდა. ირკვევა, რომ  ნავთობის ზოგადი გაიაფების ფონზე უმსხვილესი ფრანგული ნავთობგიგანტის ტოტალის მოგება 40 პროცენტით შემცირდა. საუბარია 2016 წლის პირველი კვარტლის პერიოდზე. ამასთან ტოტალი  გეგმავს, 2016 წელს წარმოების 4%-ით გაზრდას წლის ბოლოსთვის კასპიისზღვის შელფის ყაზახეთის სექტორში მდებარე კაშაგანის საბადოზე მოპოვებისაღდგენის ხარჯზე.

ტოტალი ძირითადად მუშაობს ნავთობისა და გაზის ბაზრებზე და ევროპაშისიდიდით მესამეა ნავთობის მოპოვების მხრივ.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1498 მიმდინარეობს.
  • გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4560 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 106.79 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა დაიკლო 0,54%-ით და ვაჭრობა 1284.80 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დაიკლო ვერცხლის ფასმა 0,74 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 17.37 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 0.37%-ით და ბარელზე შეადგინა 43.81 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

წყარო

Leave a Reply