საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიწვევით, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტმა მონაწალეობა მიიღო ნორვეგიაში დაგეგმილ ვიზიტში, სადაც ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ქართულ და ნორვეგიულ მხარეს შორის.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, ნორვეგიული ინვესტიციით, შესაბამისად, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, შეხვედრების ფარგლებში, ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, საქართველოში უცხოური ინვესტიციით განხორციელებული პროექტისა და საქართველო მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ, შუახევის პროექტის მაგალითის განხილვით. შეხვედრებზე, ასევე წარდგენილ იქნა პრეზენტაცია შუახევის პროექტის და კომპანიის მიერ განხორიციელებული სოციალური პროექტების შესახებ.
ვიზიტში მონაწილეობდნენ: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, ენერგეტიკის სამინისტროს საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ლიზა თავდუმაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსსისტემის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, მმართველო საბჭოს წევრი, ზურაბ ეზუგბაია, ქართულ-რუსული ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორი, რომეო მიქაუტაძე, ელექტრო სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ამბოკაძე.
შეხვედრები გაიმართა: ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნორვეგიის ენერგეტიკისა და საწვავის სამინისტროს მინისტრის მოადგილესთან, ნორვეგიის ენერგეტიკისა და წყლის დირექტორატთან, სახელმწიფო კომპანია სტატკრაფტთან, სახელმწიფო კომპანია სტატნეტთან, ნორდ პულ კონსალტინგთან, ქლინ ენერჯი ინვესტთან. შეხვედრების თემას, ენერგეტიკაში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვა წარმოადგენდა.