ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

გერმანიას საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა აქვს, მისი მშპ 3.730 ტრილიონი აშშ დოლარია და ისეთი ქვეყნების შემდეგ არის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და იაპონია, მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს.

მოსახლეობა 80.62 მილიონია. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ენერგიის მოხმარებით 2004-2007 წლებში მე-6 ადგილი ეკავა. 2002 წელს ის ევროპაში ელექტროენერგიის ყველა დიდი მომხმარებელი იყო. ამ წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ 512.9 ტერავატსაათი შეადგინა. 2014 წელს ელექტორენერგიის წარმოებამ 610.4 ტერავატსაათს მიაღწია.

ენერგოსექტორი

გერმანიის ენერგეტიკის ძირითადი რესურსებია: ქვანახშირი, ატომური ენერგია, ბიომასა (ხე და ბიოსაწვავი), ქარი, ჰიდრო და მზის ენერგია. მისი განახლებადი ენერგიის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციურია მსოფლიოში.

განახლებადი ენერგიის განვითარება გერმანიისთვის ახალ ენერგორესურსებზე გადასვლის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დროთა განმავლობაში გამომუშავებული ენერგია ხდება უფრო „მწვანე“ და გარემოსთან მეგობრული, რაც ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას მსოფლიოს ნედლი ნავთობის შემცირებად რეზერვებზე.

როგორც გერმანიის ეკონომიკურ საქმეთა და ენერგეტიკის ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, გერმანიის განახლებადი ენერგიის კანონის თანახმად, მზე, ქარი და ბიოენერგია განახლებადი ენერგიის სხვა ყველა წყაროსთან ერთად უკეთ იქნება ინტეგრირებული ბაზართან.

განახლებადი რესურსები

მზისა და ქარის ენერგია წარმოადგენს გერმანიის ენერგეტიკული რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან განახლებად წყაროებს. მათ გარდა, ბიომასა, ჰიდროენერგია და გეოთერმული ენერგიაც მდგრადი ენერგეტიკის ღირებულ ნაწილს შეადგენს.

მზის გამოყენება მრავალმხრივაა შესაძლებელი. მზის უჯრედები ფოტოელექტრულ 22 დანადგარში, მზის თბოელექტრო სადგურები და მზის კოლექტორები მზის რადიაციას იყენებენ და გადააქცევენ მას ელექტროენერგიასა და სითბოდ. ქარის ენერგია ამჟამად გერმანიის ენერგომიწოდების დაახლოებით 8%-ს შეადგენს და იგი ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ქარის, როგორც ენერგორესურსის გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს განახლებადი ენერგორესურსების განვითარების პროცესში, იმ პირობით, რომ ენერგიის მიწოდება იყოს ეკონომიკურად მდგრადი, გარემოსთან მეგობრული და, ამავდროულად, ხასიათდებოდეს მიზანშეწონილი ფასითა და კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლით.

ძველი და პატარა ტურბინების ახალი და უფრო ძლიერი ტურბნებით ჩანაცვლებასთან ერთად, ხდება ოფშორული ქარის ენერგიის განვითარება. ბიომასა მყარ, თხევად და აირად მდგომარეობაში გამოიყენება ელექტროენერგიისა და გათბობის საშუალებებისათვის, ასევე ბიოსაწვავის მისაღებად. 2013 წელს ენერგიის 2/3-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ბიომასიდან იყო წარმოებული.

1990 წელს განახლებადი ენერგიის წარმოების ერთადერთ წყაროს ჰიდროენერგია წარმოადგენდა. მისი წილი ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში დაახლოებით 20% იყო. 2014 წელს კი ამ მონაცემმა 3.5% შეადგინა. გერმანიაში ამჟამად 180 გეოთერმული სადგური მოქმედებს, რომელიც პირდაპირ იყენებს გეოთერმულ ენერგიას. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატსაათია.  სურათზე სქემის სახით მოცმეულია გერმანიის მიერ 1990-2014 წლებში გამოყენებული განახლებადი ენერგიის რესურსები გიგავატ საათებში.

untitled

2014 წელს პირველად გერმანიის ისტორიაში ქვეყანამ განახლებადი რესურსებიდან უფრო მეტი ელექტროენერგია აწარმოა, ვიდრე სხვა დანარჩენი რესურსებიდან. სუფთა ენერგიის რესურსებისგან მიღებულმა ენერგიამ გასული წლის პირველ 9 თვეში ქვეყნის მოთხოვნის 27.7% დააკმაყოფილა და პირველად გაუსწრო ქვანახშირის 26.3%-იან მაჩვენებლს. ამავდროულად, ეკონომიკური ბუმის (+1.4%) ფონზე, გერმანიამ შეძლო ელექტროენერგიის მოხმარების გასულ წლებთან შედარებით 3.8%-ით შემცირება.

Leave a Reply