ქარის ტურბინების შემდეგ, მეცნიერები ელექტროენერგიის გამომუშავებას ზღვის ტალღების ენერგიისგან გეგმავენ. ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე ფლორიდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და ინჟინერიის პროფესორი მეცნიერი სტეფან ვუდი მუშაობს.
აღნიშნული ტექნოლოგია ეფექტურად გამოიყენებს ტალღებს, რითაც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ზღვისგან. ასეთი მეთოდით მიღებული ენერგიით ამერიკაში, უახლოეს მომავალში 200,000 სახლის განათებას გეგმავენ.
ენერგია გამომუშავდება ელიფსურად მოძრავი ტალღის შედეგად, რომლიც 30 გრადუსით იხრება. ამას დაახლოებით 8-დან 10 წამამდე სჭირდება. სწორედ ამ დროს გამოიმუშავებს ის ელექტროენერიას.
ფრთის მაგვარ ტალღებს მრავალი დადებითი თვისება აქვს. ის არის ბუნებრივი, ალტერნატიული გზა ელექტროენეგიის გამომუშავებაში. ის არანაირ საფრთხეს არ უქმნის ზღვის ბინადრებს და არ იზიდავს თევზებს.
ზღვაში წარმოებული ელექტროენერგიის ხმელეთზე გადატანა გადამცემი ხაზებით არის შესაძლებელი. ფრთები ელექროენერგიას მაშინაც გამოიმუშავებენ, როდესაც ზღვა წყნარია. ძლიერი ტალღების შემთხვევაში, კი ის ავტომატურად იხურება.
ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება ამერიკაში უკვე დაწყებულია, ფლორიდის სანაპიროზე. ამ სადგურის ფრთები ალუმინისგანაა დამზადებული. ხოლო, მომავალში ფრთები გაკეთება ნარევი მასალით იგეგმება რომელიც კოროზიის წინააღმდეგ ბევრად გამძლე იქნება.
გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ ზღვის ტალღებისგან გამომუშავებული ენერგია მოახდენს რევოლუციას ელექტროენერგიის გამომუშავებაში.
თამარ ქურასბედიანი