Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

ავსტრალიურმა Skyland Petroleum-მა ჩინეთში ნავთობისა და გაზის მიწოდების გეგმებზე განაცხადა.

კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ დევიდ რობსონმა გეგმებზე შანხაიში ისაუბრა.

ТАСС-ის ცნობით, ნავთობისა და გაზის მიწოდება რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და საქართველოდან იგეგმება.

რობსონის თქმით, მათი კომპანია გეგმავს შეიძინოს წილი აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობისა და გაზის საბადოში და მოპოვებული რესურსი ნავთობსადენებით მიაწოდოს ჩინეთის რეგიონებს – ხეილუნციანს, ლიაონინს, პეკინს და შანხაის.

კომპანია უკვე ამუშავებს საბადოს სამხრეთ ტაჯიკეთშიც და გეგმავს 2016 წელს დაიწყოს ნახშირწყალბადების მიწოდება ჩინეთისთვის.

წელსვე იგეგმება მოწესრიგდეს ტრანსპორტირების საკითხები ჩინეთში ენერგორესურსების მიწოდებისა საქართველოდან, თბილისთან ახლოს არსებული საბადოდან. კომპანია ფლობს წილს XIG ბლოკში.

gbc.ge

Leave a Reply