კომპანია Headwall Power-თან მთავრობა გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზე ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულებას ხელს დღეს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და კომპანიის პრეზიდენტი მოაწერენ.
მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
პროექტი შპს „მზის ენერგიის კომპანიის” მეშვეობით განხორციელდება, რომელიც Headwall Power International-ის წარმომადგენელია საქართველოში.
Headwall Power International-ი კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.