”ენერგო-პრო ჯორჯიას” 1870 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

”ენერგო-პრო ჯორჯიას” 1870 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

”ენერგო-პრო ჯორჯიას” 1870 აბონენტს 21 აპრილს, 10:00-დან 18:30 საათამდე, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია შეეზღუდებათ “ტოიოტას ცენტრისა” და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე დასახლებებში, სოფ. დიღმის ნაწილში და დიდი დიღმის კერძო დასახლებაში.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

Leave a Reply