ავტოგასამართი სადგურების მსხვილი ქსელის მქონე კომპანია ლუკოილმა საწვავის ფასებს კიდევ ერთხელ გადახედა.
კომპანიამ ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის მარკის საწვავის ფასი 5 თეთრით გაზარდა და ორივე შემთხვევაში 1 ლიტრის ფასი 1,40 ლარი გახდა.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების ფონზე, „ლუკოილმა“ 11 აპრილიდან უკვე მეორედ მოახდინა ქსელში საწვავის ფასის კორექტირება.
11 აპრილს კომპანიამ 5 თეთრით ევრო სუპერისა და პრემიუმ ავანგარდის მარკის ბენზინი გააძვირა, მათი ფასი შესაბამისად, 1,7 ლარი და 1,6 ლარია.
მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ მათ ქვეყანაში საწვავი ბულგარეთისა და რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს.
წყარო: gbc.ge