იარაღი, რომელიც ატომურ ბომბს მწყობრიდან გამოიყვანს

იარაღი, რომელიც ატომურ ბომბს მწყობრიდან გამოიყვანს

ამ იარაღის შესახებ პირველი ცნობები 2 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გამო გვსურს კვლავ შეგახსენოთ მის შესახებ – გავაანალიზოთ რამდენად საფუძვლიანია ზოგიერთი ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყნის ხელისუფალთა ტრაბახი მათი არმიის უძლეველობის შესახებ.

ამ იარაღს სამხედრო ექსპერტები ასე ახასიათებენ როგორც ფუნდამენტურად ახალ იარაღს რომელიც არ ანადგურებს ხალხს – არამედ საფუძვლიანად გამოჰყავს მწყობრიდან მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, საკომუნიკაციო ქსელები, სხვადასხვა სახის ელექტრონული სისტემები და ქსელები, ასევე კომპიუტერული აპარატურა.

Counter-Electronics High Power Microwave Advanced Missile ან, შემოკლებით CHAMP – ასე ჰქვია კორპორაცია Boeing-ის მიერ პენტაგონისთვის 2008 წლის 16 ოქტომბერს შეთავაზებულ პროექტს, რომელმაც 4 წელი ითხოვა მისი განვითარებისა და ტესტირებისათვის. და ზუსტად 4 წლის შემდეგ ამ იარაღის წარმატებული გამოცდა შედგა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სახის იარაღი უკვე არსებობდა, სახელით – E-ბომბი.

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ის 2003 წელს, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ერთი ღამეში მთლიანად გაანეიტრალა მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო და სხვა სახის ელექტრონული სისტემები. სადამი სიცოცხლის ბოლომდე ვერ მიხვდა რა მოხდა იმ დღეს.

Counter-Electronics High Power Microwave Advanced Missile არამარტო ახალი პროექტია, არამედ შეიარაღების ახალი ფილოსოფიის დასაწყისი.

ზოგიერთმა შეიძლება თავი დაიმშვიდოს – ეს იარაღი ჯერ არ არსებობს, მის დანერგვას წლები დასჭირდება და სხვა, მაგრამ რეალობაში ის უბრალოდ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდება.

CHAMP – არის “მიმართული ენერკეტიკული იარაღის” ტექნოლოგია. მისი ძირითადი თვისებაა, – გაანადგუროს სხვადასხვა ბუნებისა და წარმოშობის ველები, ელექტროენერგიის სისტემები და ქსელები, კომუნიკაციები, მართვის სისტემები და ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობები.

ვარაუდობენ, რომ მისის განვითარების მომავალია არამარტო განადგურება, არამედ სისტემებისა და მონაცემთა ბაზების გადაპროგრამება, კონტროლის ქვეშ აყვანა.
მისი კონცეფცია ეკუთვნის Air Force Research Laboratory-ის მეცნიერებს, შესრულება – კორპორაცია Boeing-ს.

2012 წლის 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მოხდა რაკეტა CHAMP-ის წარმატებული გამოცდა – მან გაანადგურა 7 სხვადასხვა სამიზნე, რომელიც სხვადასხვა დისტანციაზე იმყოფებოდა და სხვადასხვა ტიპის ელეტრომაგნიტური ველები და გამოსხივების სიმძლავრეები გააჩნდა.

საიტებზე გაჟონილი ინფორმაციის, ასევე ნახევრადღია ინტერვიუებიდან ჩანს, რომ რაკეტამ წარმატებით მოახდინა ბაზების გადაკოდირება.

Boeing-ის მესვეურები აცხადებენ, რომ ამასთან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად იგი ფაქტობრივად უჩინარია”.

CHAMP-რაკეტის შექმნის შემდეგ ყველა სახის იარაღის მნიშვნელობა და ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. მიდის საუბარი, რომ უახლოეს ხანებში მოხდება მისი მოდიფიცირება, რის შედეგადაც იარაღს შეეძლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს რაკეტები, თვითმფრინავები, ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები, რეაქტორები, ტურბინებიავტომატიზირებული სატრანსპორტო საშუალებები და სხვა თანამედროვე იარაღი.

და ბოლოს – უახლოეს მომავალში ბირთვული ბომბი მათი მფლობელების ხელში ტერორისტების ხელში იქცევა… რკინის გროვად, რომელიც შეიძლება ჯართში ჩააბარო.

წყარო: newposts.ge

Leave a Reply