ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განაცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესები და თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში.
” რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი დანიშვნის დღიდან ჩვენ დავიწყეთ სიტუაციის შეფასება, ანალიზის გაკეთება არსებულ მდგაომარეობაზე და გამოვედით იქედან, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყო სხვა მეზობელ ქვეყნებზე, როგორც რუსეთზე, ასევე თურქეთზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე, რადგან ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენ დღესაც არ გვაქვს სრული შესაძლებლობა, ზამთრის პერიოდში გვქონდეს საკმარისი ელექტროენერგია.
ჩვენ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ენერგეტიკის მიმართულებით იგივე რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ვახორციელებთ ამ ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს. ჩვენ ქვეყანას აქვს რეალური შანსი და შესაძლებლობები, რომ ეს ბუნებრივი რესურსები იქნას გამოყენებული, ათვისებული და მომავალი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გავხდეთ დამოუკიდებლები.
რაღაც ნაწილში შეიძლება ვიყოთ დამოკიდებულები, მაგრამ რადგან აქ ბუნებრივ აირზეცაა საუბარი და ზოგადად ენერგეტიკული თვალსაზრისით, ამ მიმართულებით შემიძლია გულწრფელად გითხრათ, ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელობი ნაბიჯები გადაიდგა. არასდროს, ქართულ ენერგეტიკაში ასეთი აღმშენებლობა საბჭოთა ეპოქის შემდეგ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენერგეტიკაში ინვესტიციების ბუმია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესები და თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: ipress.ge