ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის აქციონერებმა არ დაეთანხმნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ დადლისთვის გასული წლის მოღვაწეობისთვის $20 მლნ-ის მოცულობის ბონუსის გაცემას. აქციათა 59%-ის მფლობელებმა ამ წინადადებაზე „არა“ განაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ აქციონერების „აჯანყება“ იშვიათი მოვლენაა ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, ანალიტიკოსები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამორიცხავდნენ: 2015 წელს, ნავთობის გაიაფების ფონზე, ბრიტანულმა კომპანიამ $6.5 მლრდ-ის ზარალი განიცადა. გარდა ამისა, ВР-ი ჯერ კიდევ იხდის 2010 წელს მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიისთვის.
დადლისთვის ანაზღაურების 20%-ით გაზრდა იგეგმებოდა. შარშან ВР-იმ 5 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირა.
წყარო? agora.ge