გაერო-ს გარემოსა და ადამიანური უსაფრთხოების უნივერსიტეტმა (UHU-EHS) ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის თანახმად, ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ყატარია, სადაც მხოლოდ 0,1% ბუნებრივი კატასტროფის შანსი.
0,61%-ია ბუნებრივი კატასტროფის შანსი მალტაში, რომელიც შვედეთთან და ისლანდიასთან ერთად, პირველ ათეულში ევროპას წარმოადგენს.
ბუნებრივი კატაკლიზმების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ბარბადოსი – 1,16%, საუდის არაბეთი – 1,32%, გრანადა – 1,44%, ისლანდია – 1,55 %, კირიბატი – 1,78%, ბაჰრეინი – 1,81%, არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2,1% და შვედეთი 2,26%.
კვლევის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რისკი ყველაზე მაღალია ვანუატუში – 36,43%. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ბოლო ათეულში არც ერთი ევროპული ქვეყანა არ მოხვდა.
ვანუტუს მოსდევს ტონგა – 28,23%, ფილიპინები – 27,52%, გვატემალა – 20,88%, ბანგლადეში – 19,81%, სოლომონის კუნძულები – 18,11%, კოსტა რიკა – 16,94%, კამბოჯა – 16,9%, ელ სალვადორი – 16,85%, აღმოსავლეთ ტიმორი – 16,37%.
კვლევისას ავტორები 2015 წლის გლობალური რისკების ანგარიშს. ასევე გათვალისწინებული იყო წარსულში ამ ქვეყნებში მომხდარი კატაკლიზმები და მათთან გამკლავების შედეგები.
წყარო: bpn.ge