„სოკარმა“ ბოლო წლებში 200 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება შეძლო

„სოკარმა“ ბოლო წლებში 200 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება შეძლო

რეგიონების გაზიფიცირებაზე წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კალაური და ვაჩნაძიანი – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა – ლანჩხუთის რაიონში, გელათი და მოწამეთა – ტყიბულის მუნიციპალიტეტში – ეს იმ დაბებისა და სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს უნდა განხორციელდეს.

საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმა უკვე შემუშავებულია და არაერთი დასახლების ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმა თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მნიშვნელოვანი პროექტი, „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსს, დავით შარიქაძეს ესაუბრა.

” – ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში ბუნებრივი აირი მრავალ დასახლებულ პუნქტს მიეწოდებოდა. იმ დროს აშენებული ქსელის დიდი ნაწილი დღეს უკვე განახლებულია. 30-40 წლის წინ სულ სხვა კონსტრუქციები იყო, რის გამოც ძველ ქსელში დანაკარგები მეტია, ამიტომ მათი შეცვლა აუცილებელიც კია. თბილისსა და ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ბუნებრივი აირი უწყვეტად მიეწოდებოდა, მაგრამ არის ადგილები, სადაც ქსელი გაიძარცვა, ზოგან კი გაზმომარაგება არასოდეს ყოფილა. კომპანია „სოკარმა“ ბოლო წლებში, 200 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება შეძლო, რომელსაც ბუნებრივი აირი არასოდეს ჰქონია. ეს ამ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება იყო. ალბათ დამეთანხმებით, რომ 200 ათასი აბონენტი ცოტა ნამდვილად არ არის”,

– განაცხადა დავით შარიქაძემ

Leave a Reply