ნავთობისა და გაზის კოპორაციის ინფორმაციით, პარასკევს, 15 აპრილს, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგები იქნება წარდგენილი.
ანგარიშს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი პროექტის წარმომადგენლებთან ერთად წარადგენენ.
შეგახსენებთ, გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება კომპანია GEOSTOCK SAS -მა მოამზადა.
წინასწარი გათვლებით პროექტისთვის 230-250 მლნ აშშ დოლარია საჭირო. პროექტში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა SOCAR-მა.
გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისა და ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში.
წყარო: GBC