კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის რონი სოლბერგის განცხადებით, ახალი პროექტის – კორომხეთ ჰესის განხორციელებაზე სავარაუდოდ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
115 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა წინასწარი გათვლებით 250 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.
წლის ბოლოსთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა სრულდება, რის შემდეგაც დაზუსტდება დეტალები.
რონი სოლბერგი ამბობს, რომ ამ ზომის პროექტის მშენებლობის ვადა 3-4 და იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველმხრივი დახმარება იქნება უზრუნველყოფილი.