„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდა

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდა

მხარეები კონტრაქტის ძველი პირობების უცვლელად დატოვებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

მხარეები კონტრაქტის ძველი პირობების უცვლელად დატოვებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 10 პროცენტი გადაეცემა.

კომპანია „გაზპრომი“ ქართულ მხარეს ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა.

ხელშეკრულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეცა. ამ ეტაპზე საკითხზე იურისტები მუშაობენ, რის შემდეგაც დოკუმენტი საქართველოს მთავრობას წარედგინება.

წყარო: 1tv

Leave a Reply